суббота, 16 мая 2015 г.

რეფლექსია მეცხრე დღე


        დღეს ტრენინგის ბოლო  მეცხრე დღეა. ტრენინგის განმავლობაში გავიღრმავე ცოდნა და ბევრი სიახლეც  ვისწავლე. ძალიან კმაყოფილი ვარ.  მიუხედავად იმისა, რომ პროექტებით  სწავლების ეს მეთოდი შრომატევადია,  იმედია უფრო ხშირად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
       დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ დავით ჯანიაშვილს საინტერესო ტრენინგის დღეებისა და დაუღალავი შრომისათვის.
       მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგების ორგანიზებისათვის.
     


вторник, 12 мая 2015 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

            დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან დატვირთული იყო. ვიმუშავე სასწავლო პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ  მასალებზე. დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ არჩეული თემა  დიდია,  მაგრამ ძალიან საინტერესო. კიდევ ერთხელ გავიღრმავე ცოდნა საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით.

воскресенье, 10 мая 2015 г.

რეფლექსია მეექვსე დღე

             ტრენინგის ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავიღრმავე ცოდნა ასოციაციური რუკის შედგენის, ვენის დიაგრამის და სხვა სახის დიაგრამების შესახებ. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, კერძოდ საბაზისო უნარ-ჩვევების განსაზღვრაზე და სასწავლო პროცედურების ეტაპებზე. ვისწავლე მოძიებული რესურსების მისამართების მიბმა პროექტის გეგმაზე. ტრენერისგან მივიღე გარკვეული მითითებები პროექტის გეგმაზე მუშაობისათვის.

суббота, 9 мая 2015 г.

რეფლექსია მეხუთე დღე

       საინტერესო   ტრენინგის დღე იყო. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. გავიღრმავე ცოდნა მოსწავლეთა შეფასების შესახებ. დეტალურად გავეცანი შეფასების დროის ჩარჩოს და შეფასების ინსტრუმენტებს, შეფასების შეჯამებას და სხვ. ტრენერისგან მივიღე გარკვეული მითითებები 

воскресенье, 3 мая 2015 г.

რეფლექსია მეოთხე დღე.

        ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან მომეწონა. კომპიუტერთან სამუშაოდ ბევრი ახალი და ხშირად გამოსაყენებელი  რამ ვისწავლე, კერძოდ google drive-ზე  ინფორმაციის შენახვა და google drive -ში მუშაობის ინსტრუმენტები.
       სასწავლო პროექტთან დაკავშირებით დეტალურად გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სპეციფიკას.
       დღევანდელი ტრენინგის დღე ძალიან კარგი იყო.

суббота, 2 мая 2015 г.

რეფლექსია მესამე დღე

           ტრენერთან და ჯგუფთან განსახილველად წარვადგინე სასწავლო პროექტის პირველი ნაწილი: თემის შინაარსი, განხორციელების დრო, შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.
          ტრენერის დავით ჯანიაშვილის დახმარებით გავიღრმავე ცოდნა საინფორმაციო ბუკლეტის შექმნისათვის.
          მესამე დღე ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

რეფლექსია მეორე დღე

           ტრენინგის მეორე დღე  ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავე საპროექტო გეგმის შაბლონზე, გავეცანი საპროექტო გეგმების და სასარგებლო რესურსების ნიმუშებს. მივიღე ინფორმაცია ესგ-ის პორტალის და მასში არსებული მასალების შესახებ. ტრენერიდან მივიღე მრავალი სხვა სასარგებლო რჩევა.